ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგსაძის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა.

როგორც გრიგალაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე მას დეტალებზე და გოგსაძის პოზიციაზე საუბარი არ შეუძლია, ვინაიდან საქმის მასალები მისთვის არ გადაუციათ.

„ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბრალი არ წარგვდგენია და შესაბამისად, არც მასალები არ გვაქვს გადმოცემული. დღეს ველოდებით და როცა მასალები ხელთ გვექნება, მერე რაღაც კონკრეტიზაცია შეიძლება“, - აცხადებს გრიგალაშვილი.

ბრალის წარდგენიდან რამდენიმე საათში, ლადო გოგსაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლადო გოგსაძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა