გურამ  მაჭარაშვილი - აღარაა სამყაროში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „აღარაა სამყაროში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა“.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების უმრავლესობა იმას ემხრობა, რომ კამათმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

“ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ პარტიებმა ერთმანეთში ითანამშრომლონ, ასევე ემხრობა იმას, რომ ეს კამათი გადავიდეს საქართველოს პარლამენტში. გამომდინარე აქედან, ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ვინც აირჩიეს და რა ფორმაც პარლამენტს მისცეს - 90/60, იმ ფორმით დაიწყოს მუშაობა. ვფიქრობ, ოპოზიციაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები და გააგრძელებენ საქართველოს პარლამენტში იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც ხალხმა მიანიჭა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად, მაჭარაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ტიპის შეთანხმება დადებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„მოლაპარაკებები ჩვენ მუდმივ რეჟიმში ნებისმიერ პიროვნებასთან, მათ შორის ოპოზიციასთან შეგვიძლია გვქონდეს ელჩების ჩართულობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნების ელჩების შუამავლობით 4 რაუნდი ჩატარდა. დადებულია გარკვეული ტიპის შეთანხმება და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში გამოჩნდებიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის, მათი ამომრჩევლის ნებას შეასრულებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო