ანა დოლიძე 29 იანვარს მძღოლების აქციას: „ქვეყანა უნდა გაიხსნას!“ აანონსებს

პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით 29 იანვარს, 11:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აქცია გულისხმობს მძღოლების ჩართულობას, რომლებმაც ქვეყნის გახსნის მოთხოვნით, პარასკევს, 11:00 საათზე, შეზღუდვებისადმი პროტესტი სიგნალებით უნდა გამოხატონ.

„მე ვფიქრობ, რომ NDI-ს კვლევაც კარგად ადასტურებს გამწვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, ჩვენი ხალხის გამწვავებულ საჭიროებებს, სადაც პირველ ადგილას არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასები. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის საყოველთაო ჩაკეტვას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, უპრიანია და მე ვფიქრობ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას. ეს კამპანია 22 იანვარს დავაანონსე, ქვეყანა უნდა გაიხსნას და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ახლა მძღოლების თანამონაწილეობა. პარასკევს, 11:00 საათზე ძალიან გვჭირდება, რომ ყველა მძღოლმა, რომელიც იქნება საჭესთან, გამოხატოს თავისი უკმაყოფილება შექმნილი ეკონომიკური ვითარებით და დააფიქსიროს ეს უკმაყოფება სიგნალით. არავითარი ჯაფა ამას არ უნდა, ჩვენმა თბილისელმა მძღოლებმაც, თუნდაც, რომ გაიხსენონ და დაუჭირონ მხარი ამ მოთხოვნას: „ქვეყანა უნდა გაიხსნას!“ ჩვენ ჩვენს ხმას ამ კორუმპირებულ და ჩაკეტილ ხელისუფლებას აუცილებლად გავაგონებთ,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ითვლის კოვიდით დაინფირებული ადამიანების რიცხვს, მაგრამ პანდემიითა და „ამ არაგონივრული შეზღუდვებით შექმნილ ტრაგედიებს არ ითვლის, მათ შორის არ ითვლის არც თვითმკვლელობების რიცხვს და იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელსაც ჩაკეტილი სკოლები ბავშვებში იწვევს“.

„მე ვფიქრობ, პანდემიის გავრცელების შიში ძალიან ლეგიტიმური წუხილია მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, თუმცა ამას ცალსახად ემატება ხელისუფლების პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი აქცია და პროტესტი უნდა წარმოაჩინოს თითქოს არაგონივრული, თითქოს ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვსურს პირბადის გარეშე ქუჩაში სირბილი, ყველას ჩავეხუტებით და კოვიდს გადავდებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გონივრულად და გეგმურად მოიხსნას შეზღუდვები. რეგულაციები იყოს, აღსრულება იყოს, კამპანია იყოს. ერთი წლით მსგავსი სიმკაცრით არც ერთი ევროპული ქვეყანა არ ჩაკეტილა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაუხურავს არავის, იმიტომ, რომ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ასე ნაკლებად აინტერესებს მოსახლეობის ინტერესები, არავის არ დაუხურავს ერთი დღით სკოლები და ჩენმა ხელისუფლებამ რა გააკეთა იმის მაგივრად, რომ მას აერჩია გონივრული მიდგომა, რომელიც შეინარჩუნებდა ორივეს - ჯანმრთელობასა და სამუშაო ადგილებს?! ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუნდაც ტრანსპორტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით? მოგიწოდებთ, გადახედოთ პარლამენტის წარმომადგენლების, მერიის ხელმძღვანელობის სატრანსპორტო სურათს. ჩვენ გვყავს დანიშული მთავრობა, რომლის საყვარელი ტრანსპორტი არის ბოლო კლასისი „მერსედესი“, და „ტოიოტა ლენდ კრუიზერები“. ადამიანებმა, რომლებიც არ ჩამოდიან „ტოიტო ლენდ კრუიზერებიდან“ და „ბრაბუსებიდან“, ჩაუკეტეს ტრანსპორტი მოსახლეობას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა