ნიკოლოზ სამხარაძე იაგო ხვიჩიაზე - პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა გინდოდეს

პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა გინდოდეს,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ, შესაძლოა, პარლამენტს იარაღის ტარების უფლების თხოვნით მიმართოს.

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იაგო ხვიჩია პარლამენტს მიმართავს, ამის უფლება ექნება, მაგრამ „ამაზე საუბარი სასაცილოა”.

„ოპოზიციაში არის დიდი არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპოზიცია ვერც ვერასოდეს იქნებოდა ერთიანი და გაერთიანდნენ რაღაც ეფერემული, არჩევნების გაყალბების გარშემო. შესაბამისად, როცა არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა, მათი ერთიანობაც ამ პროცესს მიჰყვა. ნათელია, რომ ის დაპირისპირებები, რომელმაც ოპოზიციაში იჩინა თავი, სრულიად ლოგიკური შედეგია იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმი ვერასოდეს ვერ იქნება. იაგო ხვიჩია და ნიკა მელია ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, როგორც „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, მოეჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პირადი საუბრისას დაემუქრა, რის გამოც შესაძლოა, პარლამენტს მიმართოს და იარაღის ტარების უფლება მოითხოვოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს