10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჯამში უკვე 10 პენიტენიური დაწესებულება შემოწმდა, PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარდა გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებებში, სადაც კოვიდით ინფიცირების ჯამში 78 შემთხვევა დადასტურდა.

„როგორც თქვენთვისაა ცნობილი, პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური PCR ტესტირებების პროცესს. ამ ეტაპზე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ორ დიდ დაწესებულებაში, გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების შედეგების შესახებ. რაც შეეხება ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებას, აქ ჩატარდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენები არიან უსიმპტომო პატიმრები, ისინი არიან საკარანტინო სივრცეში იზოლირებულები, ასევე მათი კონტაქტები. მათ ყოველდღიურად უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი, ამას ემატება, ასევე, 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით PCR ტესტირება. რაც შეეხება მეთხუთმეტე ქსნის დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან და მედპერსნალის მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირებების ინტენსიური პროცესი. ჯერ მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების პროცესი. სულ გაკეთდა 6654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა,“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იხილეთ ვიდეო: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა