ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5-დან 8%-მდე მერყეობს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის ინფიცირების შემთხვევათა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ისაუბროს.

ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, ამჟამად აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მონაცემები 5-დან 8%-მდე მერყეობს.

„დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი არა ერთი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შენარჩუნდება სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ 4%-იან მაჩვენებლს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კონკრეტულად იმ რეგიონისთვის და იმ პერიოდისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ასევე, ჩვენ ამ ინციდენტობას ვაკვირდებით როგორც 7 - დღიან, ასევე 14 - დღიან ჭრილში, ვინაიდან 7 - დღიან ჭრილში დადებითი დინამიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის შენარჩუნებული და სტაბილურია. აქედან გამომდინარე, შემდეგ ვუყურებთ ამას 14 - დღიან ჭრილში და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს გარკვეულ ქმედებებზე. ამ ეტაპისთვის ჩამონათვალი არ გაზრდილა. მხოლოდ ის ჩამონათვალია, რომელიც იცით კონკრეტულად აჭარის რეგიონში, ხოლო სამომავლოდ, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა გრძელდება, უკვე დავამატებთ რეგიონებს და ასევე გავაფართოებთ იმ ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკა ასე ელოდება. ახლა აჭარაში 4%-ზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს“,-განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო