მარიამ ქვრივიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმე მოიგო და ორივე საქმის აღსრულება ევროსაბჭოს ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისო საქმე მოიგო, რომელთა აღსრულება ევროსაბჭოს ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობაზე მსჯელობენ.

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისო საქმე მოიგო. ერთი დეპორტაციის საქმე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უამრავი ქართველის დაპატიმრებას, დაკავებას და კოლექტიურ გამოძევებას ეხება. რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, დღემდე ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ახლახან მოგებული საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ კი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. ორივე სახელმწიფოთაშორისო საქმის აღსრულება წარმოადგენს ევროსაბჭოს ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობას. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულად და ეფექტურად აღსრულების ყველა შესაძლო მცდელობის ვალდებულებას ინარჩუნებს,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა