დავით ზილფიმიანის განცხადებით, მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და შეეცდებიან მმართველი გუნდის გარკვეული დეპუტატებიც „საკუთარ აზრზე გადაიყვანონ“

პარლამენტის წევრის, „ევროპელ სოციალისტ“ დავით ზილფიმიანის განცხადებით, ის და პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი წევრები მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.

ზილფიმიანი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის გარკვეული დეპუტატებიც „საკუთარ აზრზე გადაიყვანონ“.

„თუ ჩახსნა უნდათ, ჩახსნან, მაგრამ დავასაბუთებთ, რატომ აღარ უნდა მისცენ ხმა და ვნახოთ. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დეპუტატები გადმოვიყვანოთ ჩვენს აზრზე, რადგან ეს არ არის დემოკრატიული. ხალხმა აირჩია. მერე რა, რომ თვითონ ამბობენ, რომ არ უნდათ, ეს დესტრუქციული ქმედებაა”,- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს