ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატ ნანა ფილაურზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება

ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატ ნანა ფილაურის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან ადვოკატ ნანა ფილაურის მიმართ არსებული ზეწოლის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და პროფესიული საქმიანობის ხელშემშლელი გარემოებების შესახებ ისაუბრა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადვოკატ ნანა ფილაურის მისამართით სოციალურ ქსელში კონკრეტული, იდენტიფიცირებადი პირების მიერ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტები ქვეყნდება. კერძოდ, ადვოკატს Facebook - ის მრავალრიცხოვან ჯგუფში სახელწოდებით „თაღლითი დამსაქმებლები გამოავლინე“, სხვადასხვა სახის მოწოდებით აიძულებენ, უარი თქვას საადვოკატო საქმიანობასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვაზე, რომელსაც ისინი თაღლითური გზით საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

„ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დეტალურად შეისწავლა ადვოკატ ნანა ფილაურის განცხადება თანდართული მასალებით და მიიჩნევს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, ადვოკატზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება და, ასევე, ადგილი აქვს კლიენტის ადვოკატთან გაიგივების ფაქტს. ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით. კერძოდ, „ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია“. ამასთან, „დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა“ წარმოადგენს დანაშაულს და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ფაქტზე რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა