ზურაბ ჯაფარიძე - ყველა შეზღუდვა მოსახსნელია - დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებული  მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს - ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ტიპის ბიზნესით მანიპულირებს, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდეს.

„აქციის მიზანია ყველა შეზღუდვის მოხსნა, დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს. აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ეფექტი.

ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია. შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით. აცხადებენ, რომ ფრენები გაიხსნება 1-ელი თებერვლიდან, რასაც შინაარსი არ გააჩნია. რა დატვირთვა ექნება ფრენების გახსნას, როდესაც ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, რომ გამოვა სასტუმრო არ არის, რომ გაჩერდეს, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის “,-აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე დღეა რაც საპროტესტო აქციები იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო