ელენე ხოშტარია - არცერთ ქვეყანაში ამ მასშტაბისა და ხანგრძლივობის შეზღუდვები არაა - სანამ ქუჩაში გამოსვლამდე არ მივიდა საქმე, ხელისუფლების მხრიდან ახსნა არ ყოფილა

ეს იმ ადამიანების თვითორგანიზებული აქციაა, რომლებიც თავის შრომით ქმნიან ამ ქვეყნის დოვლათს, ასაქმებენ ადამიანებს და ამდენი თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან რაციონალური, გააზრებული პასუხები ვერ მიიღეს, როგორ უნდა გააგრძელონ არსებობა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, იმ მასშტაბის შეზღუდვები, რაც საქართველოშია, არცერთ ქვეყანას არ აქვს.

"აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს პანდემიის არსებობა არ ესმის. აქ სრული მზაობაა, რომ რეგულაციები, დისტანცია დაცული იყოს და სხვადასხვა წესების დაცვით მოხდეს ამ ბიზნესების ამუშავება. არცერთ ქვეყანაში ამ მასშტაბის ტოტალური შეზღუდვები ამ ხანგრძლივობის არ არის. სამწუხაროდ, სანამ ქუჩაში გამოსვლამდე და პროტესტამდე არ მივიდა საქმე, ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯები ან ახსნა არ ყოფილა. მე, როგორც პოლიტიკოსი, თავს ვალდებულად ვთვლი ამ ადამიანების გვერდით ვიყო.

შეუძლებელია, ყოველდღე ახალ ინფორმაციას ვისმენდეთ. ცოტა ხნის წინ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, გვითხრეს, რომ პირველ მარტამდე ყველაფერი გადადებულია. ახლა ლაპარაკობენ რაღაც 4%-ზე. არასერიოზული და ცინიკურია ხალხს ასე ელაპარაკო. ხალხი ამის გამო შიმშილობს, არ ვიცი, ჩამოყალიბდნენ, მოუსმინონ ხალხს და კონკრეტული გეგმები შეიმუშაონ. მაგალითად, სამთო კურორტს, რომ ეუბნებიან, გეგმა შემომთავაზე როგორ გაიხსნებიო, სერიოზულია ხელისუფლების მხრიდან?"- აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს