სერგო ჩიხლაძე - რევოლუციას არავინ გეგმავს, ეს არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი - თუ მშვიდობიანი დემონსტრაცია რევოლუციაა, კი ბატონო!

რევოლუციას არავინ გეგმავს, ეს არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი, -ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში გამართულ ყველა შეხვედრას ესწრება და რევოლუციური სცენარი არცერთზე განხილულა.

„რევოლუცია ჯერ ერთი არ იგეგმება და ამას ვერავინ დაგეგმავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ შეხვედრაზე რევოლუციური სცენარი არ განიხილება, ვერც განიხილება, ეს არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი, რომ რევოლუციაზე ვიღაცა ფიქრობს და თუ მშვიდობიანი დემონსტრაცია რევოლუციაა, კი ბატონო,“- განაცხადა ჩიხლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც მოქალაქეების 80% მიიჩნევს, რომ პარლამენტში ყველა პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც ჩიხლაძე განმარტავს, სამთავრობო პროპაგანდა ამის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს, სინამდვილეში კი კვლევის ფარგლებში ბოიკოტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კითხვა არ დაუსვამთ.

„მეც რომ დამისვან კითხვა, მეც ვიტყვი რომ ყველა პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, აქ არ ყოფილა განხილული როგორ აფასებენ ბოიკოტს ან გაყალბების შემთხვევაში უნდა შევიდნენ თუ არა, ამიტომ ესეც არის სპეკულაცია სამთავრობო პროპაგანდის, რადგან ეს კითხვა არ ყოფილა აქ დასმული. რაც შეეხება შესვლა-არ შესვლას, ყველა უნდა ამოვიდეთ ობიექტური მოცემულობიდან, რომ მოლაპარაკების გარეშე ეს არ მოხდება. თუ მოლაპარაკება და შეთანხმება არ მოხდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, გამორიცხულია შესვლაზე ლაპარაკი. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოწოდება იქნება ევროსაბჭოზე. ყველაზე მეტად გვესმის და გვინდა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა, მაგრამ შეთანხმების გარეშე ამას აზრი არ აქვს,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს