სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, დისტანციური შეხვედრა ლონდა თოლორაიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა გახსნეს.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას ინიციატივით გაიმართა. სახელმწიფო ინსპექტორი შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და იმ ადამიანების თანამშრომლობა, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სხვადასხვა პლატფორმიდან ზრუნავენ, არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა ეხმიანებოდეს როგორც სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებს, ასევე ამ სფეროში თქვენ მიერ დანახულ გამოწვევებს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობითა და ჩვენი მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაცვლით, თითოეული ჩვენგანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოადგილემ სალომე ბახსოლიანმა შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობა და სამსახურის მიერ გამოვლენილი გამოწვევები გააცნო; ასევე, 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა და სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობა შესთავაზა.

შეხვედრას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საქმიანობენ.

უწყების ცნობით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და თანმიმდევრული პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროს განვითარების მიზნით, სამსახური ღიაა ყველა სექტორთან კოორდინაციისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და მათი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა