ნათია თურნავა - რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბიზნესს ის ლოგიკა აუხსნეს, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

მინისტრის თქმით, ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება რეგიონებში დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და ამაზე დაყრდნობით მიიღება რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებები.

„შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო ზამთრის კურორტების, რესტორნების, ტურისტული ინდუსტრიისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ის ლოგიკა, რომლითაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესის შეზღუდვების გახსნის გრაფიკთან დაკავშირებით. ამ შეხვედრას ეკონომიკურ გუნდთან ერთად ესწრებოდა ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე, მათ დაასახელეს კონკრეტული კრიტერიუმები და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული დადებითობის მაჩვენებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ შემსუბუქებაზე, რაც უკვე სახეზეა აჭარაში, სადაც 1-ელი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ. გვესმის, რომ ეს ლოგიკა შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, მაგრამ ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არ გახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა. რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნა. ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული“,-აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს