საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესულ უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და ხვალვე რიგგარეშე სესიაზე გავა.

როგორც პროექტის განხილვისას ითქვა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა ის წინადადება, რომელიც პარლამენტში შესული ოპოზიციის კონსტრუქციულ ფრთას საპარლამენტო საქმიანობაში გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს.

"უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა ოპოზიცია ყველა იმ უფლებამოსილებით აღიჭურვოს, რაც მას რეგლამენტით შეიძლება გააჩნდეს", - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, უმრავლესობის გარეთ მყოფ უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო გამოსვლებისას იგივე დრო ექნებათ, რაც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო