გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის განცხადებაზე - “ქართული ოცნება” მოლაპარაკებას დაუბრუნდეს გაღმა შემედავეს პრინციპია, რადგან მათ ახალი არაფერი უთქვამთ

“ქართული ოცნების” დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის განცხადება, რომ “ქართული ოცნება” მოლაპარაკებას დაუბრუნდეს “გაღმა შემედავეს პრინციპია, რადგან მათ ახალი არაფერი უთქვამთ”.

როგორც ოპოზიციის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა შეხვედრისთვის ვერ იქნება და მეხუთე რაუნდი შედგება თუ არა, უმეტესად დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიან აზრზე.

ამასთან, მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას კიდევ გადახედავს.

“როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ სხვა რეალობაში ცხოვრობს. მთელი ცივილიზებული სამყარო იმ პოზიციაზე დგას, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს - შესრულდეს ის მოთხოვნა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას 31 ოქტომბერს დაკვეთილი, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და რაც ამომრჩეველმა შეგვიკეთა, ის უნდა შევასრულოთ. ოპოზიციის ნაწილი, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას კიდევ გადახედავს. განცხადებით იმას ადასტურებენ, რომ საკუთარ პოზიციაზე ჯიუტად დგანან, არ სურთ საპარლამენტო საქმიანობა, უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე, ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ ბერკეტს და ფორმატს ქმნის, რათა ოპოზიციამ გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან ყველა პირობა გადახედილია და დადებულია მოლაპარაკებების მაგიდაზე.

“ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებას დავუბრუნდეთ, ეს არის გაღმა შემედავეს პრინციპი გამომდინარე იქიდან, რომ მათ ახალი არაფერი არ უთქვამთ არც საზოგადოებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის. ყველა პირობა, გარდა აბსურდული მოთხოვნისა, რაც ვადამდელი არჩევნებია, არის მაგიდაზე დადებული, უკავშირდება რიგგარეშე აჩევნების დანიშვნას. ამას არავინ ოპოზიციაში არ ეთანხმება რამდენიმე პოლიტიკოსის გარდა. ისინი მიზეზებს ეძებენ, რომ საკუთარი პოზიცია გაამართლონ, თუმცა დარწმუნებული ვართ, არაფერი არ გამოუვათ. მჯერა, ბევრი მათგანი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც თავად, მათ ამომრჩეველს და ქვეყანას სჭირდება. მოლაპარაკებების კარი არის ღია იმ პირობებში, რაც იყო მეოთხე რაუნდის ბოლოს. მეხუთე რაუნდი შედგება თუ არა, ეს უმეტესად დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიან აზრზე. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, მათ საერთო აზრი არ გააჩნიათ. შეხვედრა ასევე დამოკიდებულია იმ პირობებზე, დათანხმდებიან თუ არა იმას, პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა და კანონებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე ერთად მუშაობა დავიწყოთ ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას" მიმართეს, “დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო