ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია შესულია ჩიხში და დაბნეულია თავისივე მოწოდებებში - თუ არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომელიმე რაუნდზე საუბარს?

თავიანთ განცხადებებში წინააღმდეგობაში არიან შესული. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი რისთვის სჭირდებათ?! - თუ არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას, მაშინ ვერ ვგებულობ, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომელიმე რაუნდზე საუბარს?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია, საარჩევნო რეფორმასა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კი მმართველი გუნდის პოზიცია ღიაა.

„რიგგარეშე არჩევნები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ არ გადავდივართ. მითუმეტეს, მას შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებით ჩატარების შესახებ აღიარა. აქედან გამომდინარე, აპელირება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ღიაა. მოლაპარაკებების შედეგად ფაქტობრივად ბევრ საკითხზე პოზიციების დაახლოება მიღწეულია. ჩვენ ღია ვართ, დასამალი და დასაფარი არაფერი გაგვაჩნია“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია თავის მოთხოვნებში დაბნეულია.

„ოპოზიცია შესულია ჩიხში და გარკვეულწილად, დაბნეულია თავისივე მოთხოვნებსა და მოწოდებებში. საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის რაც საჭიროა, ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და თუ ამ ნაბიჯების გადადგმაში შემოგვიერთდებიან, მოხარული ვიქნებით”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას" მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო