ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. ამ ხალხზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, კითხვაზე, რატომ არ არიან ოპოზიციის საერთო განცხადების ავტორების სიაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ამ განცხადების ავტორები, რადგან არ უთქვამთ უარი სადეპუტატო მანდატებზე.
„რაც შეეხება „გირჩსა“ და ელისაშვილს, მათ არც დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, ვერც იქნებიან ისინი ამ განცხადების ნაწილი ფიზიკურად. ეს არის მათი განცხადება, ვინც ამ მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება და რომელთა მიმართებითაც გრძელდება სპეკულაციები“,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას" მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.