სალომე ზურაბიშვილმა დავით წერედიანის ოჯახს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, დავით წერედიანის ოჯახს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის - პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

,,ვაჟა ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში.

კულტურას მაცოცხლებელი ძალა აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და გავამდიდროთ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება.

ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ გავიტანოთ ჩვენი კულტურა და ჩვენთან შემოვიტანოთ სხვა ქვეყნების კულტურა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცერემონიას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო