დავით სერგეენკო - მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას - მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარი არ დაიხუროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვთ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ამასთან დეპუტატის თქმით, ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სავარაუდოდ თავისუფალი კენჭისყრა შედგება.

„მოლაპარაკებებიდან „ქართული ოცნება" არც წასულა, მოლაპარაკებები გრძელდება და მე მაინც მრჩება იმედი, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში.

მე არ დავუჭერდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. ალბათ იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება,"- განაცხადა სერგეენკომ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, რომ დროულად შეუწყვიტონ სადეპუტატო უფლებამოსილება და აღნიშნა, რომ საკითხი „გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე როგორც შემოგითვალეს".

ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს