ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის, იქ არანაირი მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს

უამრავი თემაა სახელმწიფოში, რომელიც არ შეიძლება საელჩოებსა და კაბინეტებში ირჩეოდეს. ამისთვის პარლამენტი არსებობს, სადაც კეთილი უნდა ენება ოპოზიციას და შემობრძანებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს და ხვალ გაიმართება კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით კომიტეტი თავის დასკვნას დადებს.

„წინასწარ ნუ შევიქმნით მოლოდინებს შეკითხვის დასმით, შევუწყვეტთ თუ არა უფლებამოსილებას. მესმის, რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას. ოპოზიციას უნდა, რომ რაც შეიძლება ყველაფერი ცუდად იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი სტაბილურად იყოს, ამიტომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო. ამ გადაწყვეტილებებს 2 თებერვალს ნახავთ. მანამდე პირადი აზრი და სენტიმენტები აქ არაფერ შუაშია. ის ბოლო განცხადება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, არის განცხადება განცახდებისთვის. იქ არანაირი მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს. როდესაც წინაპირობადაა ის, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, რადგან ეს არჩევნები არის გაყალბებული, ამ ოპოზიციის პოლიტიკური ხედვა ჩარჩენილია იქ, სადაც ჩარჩნენ პირველივე დღეს, როცა არჩევნები წააგეს. აქედან გამომდინარე, მათ სიახლე არ აქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, საარჩევნო სისტემის შემდგომ დახვეწას და გაუმჯობესებას. ზოგადად, პარლამენტი იმისათვის არსებობს, რომ უამრავი თემაა სახელმწიფოში, რომელიც არ შეიძლება სხვადასხვა საელჩოესა და კაბინეტებში ირჩეოდეს. ამისთვის პარლამენტი არსებობს, სადაც კეთილი უნდა ენებათ და შემობრძანებულიყვნენ და ყველა საჭირბოროტო საკითხზე ელაპარაკათ. ქვეყნის რეალობა აისახა იგივე ბოლო კვლევებით. თუ ამ რეალობას ოპოზიცია დაინახავს, დარჩენილ დროში ამ რეალობას გაითვალისწინებს და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებს, კარგი იქნება ქვეყნისთვის და ოპოზიციისთვის. ჩემი პირადი პოზიციაა, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს, როგორი იქნება კენჭისყრაზე პოზიცია, ეს საერთო ფრაქციული გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა