მამუკა მდინარაძე - იაგო ხვიჩიას, იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, მისამართები ერევა ხოლმე

იაგო ხვიჩიას, იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, მისამართები მინიმუმ ნახევრად ერევა ხოლმე, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან „გირჩი - ახალი პოლიტკური ცენტრის" ერთ- ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" პარლამენტარიზმს ანგრევენ.

მდინარაძე ხვიჩიასგან არგუმენტებს ელოდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანგრევს „ქართული ოცნება“ პარლამენტარიზმს.

„ასე ზეპირად გაყალბებულ არჩევნებზეც საუბრობენ, მაგრამ არგუმენტები არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ანგრევს ეს სიმართლე გასაგებია, ვიცით, მაგრამ იმიტომ, რომ ოპოზიციონერი ხარ „ქართულ ოცნებასაც“ იგივე უნდა დააბრალო, ეს არ არის ობიექტური, თორემ დაბრალების იქით, ბევრი შეიძლება გასაკრიტიკებელი გვქონდეს და სადაც საკრიტიკოა, გაგვაკრიტიკოს. მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობასთან" ერთად „ქართული ოცნებაც“ ახსენოს, კრიტიკა არ უნდა მოდიოდეს ჩვენზე,"- განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე - იაგო ხვიჩიას მისამართები ერევა ხოლმე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო