მეუფე იაკობი - ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავს, ეკლესიამ რომ დაუძახოს საზოგადოებას, ასე ცოტა გამოვა? - თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან და თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, - ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან.

„უფალსა და წმინდა ნინოს შევთხოვ, ქართველებს, აბსოლუტურად ყველას, გონიერება და გონიერი გული გვქონოდეს ყველასთან, გაგვეკეთებინოს ის, რომ საქართველო ამ უმძიმესი მდგომარეობიდან შედარებით მშვიდობიანად გამოგვეყვანოს ყველას ერთად, იმიტომ, რომ რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ.

დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს შერიგება, დიდი შერიგება. აბსოლუტურად, საქართველოს ყველა მოქალაქეს შორის უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთზე გულისწყვეტა და ამდენი ხანი გრძელდებოდეს ეს, ვერ განვვითარდებით. მე უბრალოდ, რადგან მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის გამოვყოფ და თვითონ ხომ იციან. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე: შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, მეუფემ აღნიშნა, რომ მარტო აღნიშნულს ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს, ვინც არ უნდა იყოს. არც პოზიციას და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ, ყოველი საქმის ბოლო დასაწისშივე უნდა ეძებოო და მე ვფიქრობ, ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო:მეუფე იაკობი - დიდი ხანია საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს დიდი შერიგება, თუ გინდათ მესამე ძალა, გექნებათ!

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია