არჩილ თალაკვაძე - მუქარები, თავდასხმები ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში აჩვენებს, თუ როგორია რეალურად დემოკრატიის ხარისხი ოპოზიციაში

მუქარები, თავდასხმები ალექსანდრე ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში აჩვენებს, თუ როგორია რეალურად დემოკრატიის ხარისხი შიგნით ოპოზიციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ბანაკი გაყოფილია ორ ნაწილად და ეს არის რადიკალური ოპოზიცია“ და „კონსტრუქციული, ჯანსაღი ოპიზიცია".

„ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოლაპარაკების პროცესმა და არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ ამას, თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამ დღეებში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სწორედ ორ ბანაკად არის გაყოფილი. ეს გამოჩნდა განცხადებებში, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს ადანაშაულებს, რომ შიგნით მათ ჰქონდათ საუბარი, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა და ბლოკირება უნდა მომხდარიყო, როცა ადგილი ჰქონდა მუქარებს და ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გახლავთ, თუ როგორი თავდასხმები მოხდა ალექსანდრე ელისაშვილთან და თუნდაც, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში. ეს აჩვენებს თუ რეალურად როგორია დემოკრატიის ხარისხი შიგნით ოპოზიციაში, ისინი განსხვავებულ აზრს უმკლავდებიან ყველაზე არაცივილიზებული მეთოდებით, ზეწოლით, შეურაცხყოფით და ამ აზრის დახშობის მცდელობებით. ეს მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ეს არ არის ჩემი შეფასება მხოლოდ. ეს გვახსენებს იმას, თუ როგორ იქცეოდა რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გვახსენებს იმ ყველაფერს, თუ რატომ არ აძლევს საზოგადოება ხმას ამ ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნებით გამარჯვებას ვერ მიაღწიეს ამიტომ ისინი ცდილობდნენ ჩაეშალათ მოლაპარაკებები, აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა, თავს დასხმოდნენ არჩევნების შედეგებსაც,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ოპოზიციის შესვლა პარლამენტში. რაც შეეხება მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მას აქვს ჩამოყალიბებული თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორია მისი მოსაზრება, არ დააკონკრეტა.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, 2 თებერვალს არის კენჭისყრა ამ საკითხზე. ერთადერთი რაშიც მინდა დაგარწმუნოთ დღესვე, მმართველი გუნდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა