არჩილ თალაკვაძე - პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - ეს ცალსახად მართლმსაჯულების სისტემის საქმეა

პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს. ეს, ცალსახად, მართლმსაჯულების სისტემის საქმეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არ არის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში განიხილება.

„ჩვენ ამაზე ყოველთვის გვქონდა თანმიმდევრული, კონსტიტუციასთან და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისი განცხადება და პასუხი. დღესაც იგივე შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს. ეს, ცალსახად, მართლმსაჯულების სისტემის საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვერავითარ განხილვაში ვერ შევალთ და არ შევალთ, ვინაიდან პატივს ვცემთ კანონის უზენაესობის პრონციპს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს