ბილ გეითსი - შემდეგი პანდემია შეიძლება, ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ამისთვის მზად არ ვართ

პანდემიები ახალი რეალობის ნაწილია, ისევე როგორც მსოფლიოში არსებობს მიწისძვრები, ტორნადოები და კლიმატის ცვლილებები, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

გეითსმა გადაწყვეტილების მიმღები პირები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსალოდნელი პანდემიის შესახებ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კოვიდ - 19-ისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

„ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ,“- აღნიშნა ბილ გეითსმა.

მან ქვეყნების კოორდინირებულად მოქმედების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მარტო ბრძოლას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა