პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფს ხელმძღვანელის ყოლის და შიდა დებულების მიღების შესაძლებლობაც ექნება

პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფს ხელმძღვანელის ყოლის და შიდა დებულების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

ამდაგვარი ცვლილებების განხორციელება რეგლამენტის იმ პროექტში იგეგმება, რომელიც მმართველმა გუნდმა უფრაქციო დეპუტატებისთვის მოამზადა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანია პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც ფრაქცია არ აქვს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთვის უფლებების და ბენეფიტების ფართოდ გამოყენების შესაძლობლობა მიეცეს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, მათ საპარლამენტო გამოსვლებისას იგივე დრო ექნებათ, რაც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.

პროექტს ხვალ პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო