ელენე ხოშტარია  NDI-ის კვლევაზე - ბევრი პრობლემაა ოპოზიციისთვისაც დასაფიქრებელი

ვაჭრობით, გადაბირებით, ხელის ფათურით ამ ყველაფერში კრიზისი არ განიმუხტება - სანამ არ მიხვდება “ქართული ოცნება”, რომ ინჯიას ოპოზიციად მონათვლა არ არის ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა, მანამდე კრიზისი იქნება, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება” მომწყვდეულია ჩიხში.

“ვაჭრობით, გადაბირებით, ხელის ფათურით ამ ყველაფერში კრიზისი არ განიმუხტება - სანამ არ მიხვდება “ქართული ოცნება”, რომ ინჯიას ოპოზიციად მონათვლა არ არის ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა, მანამდე კრიზისი იქნება, ამიტომ სიმართლე, რომ გითხრათ, მზაობა მოლაპარაკებების რა თქმა უნდა, არის, ოღონდ პრობლემა პირველ რიგში აქვს “ქართულ ოცნებას” - ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ნორმალურ ვითარებაზე, ისინი არიან მომწყვდეულები ჩიხში და რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ უშუალოდ “ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემა და გაუჭირდებათ ამ ყველაფერთან გამკლავება, რაც უფრო მალე მიხვდებიან მათთვისვე უკეთესი იქნება. ეს არ არის სავაჭრო თემა, აი რუსეთს აქვს ხოლმე ასეთი ტაქტიკა დაგბომბავს, გადაგივლის და მერე “პერევიდან”, რომ გავიდა და თითქოს ეს იყო დათმობა - არ არის ეს დათმობა, როდესაც შენ ხარ დამნაშავე და მტყუანი, როდესაც შენ შექმენი პოლიტიკური კრიზისი აუცილებლად მოგიწევს ამაზე პასუხისმგებლობის აღება და მე არანაირ ვაჭრობაში არ ვაპირებ მათთან შესვლას”, - განაცხადა ხოშტარიამ.

გარდა ამისა, ელენე ხოშტარიამ NDI-ის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ კვლევაში ასახული განცდა ოპოზიციისთვის დასაფიქრებელია.

“NDI-ში ბევრი პრობლემა არის, მათ შორის, ოპოზიციისთვისაც დასაფიქრებელი საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობის თვალსაზრისით და მე ამას ძალიან სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვუდგები და მათ შორის, დამაფიქრებელია ჩვენი ქმედებებისთვის. რაც შეეხება იმ პუნქტს, რომ ხალხს უნდა ოპოზიცია შევიდეს - ეს იქ არ წერია, მეც მირჩევნია, რომ ყველა არჩევნების შემდეგ პარლამენტში იყოს პროცესი. იქ არ დასმულა კითხვა, რომ აი ახლა ამ არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს თუ არა და ამიტომ ეს არის მანიპულაცია. NDI-შიც ასახულია და მეც, როგორც პოლიტიკოსს ეს განცდა მაქვს, რომ აღქმა მოსახლეობის მხრიდან, რომ ოპოზიცია არის მათი ინტერესების გამომხატველი, ჩემი აზრით, აქ გვაქვს პრობლემები და ბევრი არის სამუშაო, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესი, რომ მიდის ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ ეს მათ საერთოდ არ ეხება. ჩვენ მუდმივ რეჟიმში უნდა ვიყოთ ადამიანებთან კომუნიკაციაში და მათი პრობლემა უნდა იყოს სახელმძღვანელო - მათ შორის, აქ შეიძლება ფორმები იყოს პრობლემა. მაგალითად, როდესაც რომელიმე პარტია ამბობს, რომ გადასახადები უნდა დავწიო, გულისხმობს, რომ მოუგვარდება ბევრ მცირე ბიზნესს პრობლემა, მაგრამ ეს კავშირი და აღქმა, რომ ეს ამას გულისხმობს ძალიან ბევრ ადამიანში არ არის, ამიტომ ამას სჭირდება ძალიან ბევრი ურთიერთობა ადამიანებთან, არამხოლოდ წინასაარჩევნოდ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო არის, კვლევამდეც ასე იყო და კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა”, - განაცხადა ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს