ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიცია სხვა რეალობაშია და ამომრჩეველი სრულიად სხვა რეალობაში დარჩა - დღეს სიტყვის პოლიტიკა დამთავრდა, ქმედების პოლიტიკის დროა, რასთანაც ოპოზიცია ჯერჯერობით არის მწყრალად

ხელისუფლებას უმძიმეს ტრადიციად ექცა მძევლების აყვანა და შემდეგ ამ მძევლებით ვაჭრობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული საკითხებით, ისტორიული ცვლილებების მიღება შეეძლოთ, თუმცა ეს შანსი ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა.

“ხელისუფლებას ძალიან ცუდ ტრადიციად ექცა, უმძიმეს ტრადიციად ექცა მძევლების აყვანა და შემდეგ ამ მძევლებით ვაჭრობა და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ოპერაცია ხელისუფლების მიერ, რასაც ჰქვია ჯერ მძევლების აყვანა და შემდეგ ამის სანაცვლოდ ოპოზიციასთან ვაჭრობა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის მიზნით, გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაზე წავიდეს. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო, მართლაც იყო იმის შანსი, რომ ისტორიული ცვლილებები მიეღოთ, მე ვგულისხმობ საარჩევნო კოდექსის ძირითადი პუნქტების ცვლილება, რომელსაც უნდა გამოეწვია გაყალბების რისკების მინიმუმამდე დაყვანა არამხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელს საარჩევნო პროცესში ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერის დაწევა, პაკეტში ეს ყველაფერი ერთად აღებული იყო იმის შანსი, რომ ისტორიული, გარდამტეხი ცვლილებები მომხდარი და ეს შანსი მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა”, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არის სხვა რეალობაში და მათივე ამომრჩეველი სრულიად სხვა რეალობაში დარჩა.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მთლიან პაკეტზე, იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა მხოლოდ ერთ საკითხს - ეს არის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევა, დანარჩენი საკონსტიტუციო უმრავლესობას არ მოითხოვდა, “ქართულ ოცნებას” დღევანდელი შემადგენლობით, ყველა დაანონსებული ცვლილების მიღება შეუძლია. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მე პირადად ვსაუბრობ ოპოზიციის ერთიანობაზე. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას აზრი ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანად ყველა ერთიანად, როგორც ერთიანები იყვნენ ბოიკოტთან მიმართებაში, ასევე ერთიანად შევიდოდნენ. სხვაგვარად ერთ ან ორი ადამიანის შესვლას არანაირი გამართლება არ აქვს. ერთი ადამიანი შევა თუ არ შევა “ქართულ ოცნებას” იმ ცვლილებების მიღების რესურსი აქვს, დღევანდელი კანონმდებლობით, მაგრამ დღევანდელ მთავარ გამოწვევად მე ის აღარ მიმაჩნია, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ნუ პირველ რიგში ოპოზიცია არის სხვა რეალობაში და საზოგადოება, მისივე საკუთარი ამომრჩეველი დარჩა სრულიად სხვა რეალობაში. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სრულიად სხვა ეპოქაში - დღეს სიტყვის პოლიტიკა დამთავრდა, დღეს არის ქმედების პოლიტიკის დრო და აი ქმედების პოლიტიკასთან ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის მწყრალად. მე იმედი მაქვს, რა პროცესებიც შიგნით მიდის, დაღვინების პროცესი ერთგვარად თავის შედეგს გამოიღებს და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ბევრისთვის ვინც დღეს პოლიტიკაშია ბევრი უბრალოდ ქართული პოლიტიკური სივრციდან გაიწევა, თუ ხელოვნურად არ გააცოცხლეს. ჩვენ ბოლო წლებში ვუყურებთ ძალიან მახინჯ პროცესს, როდესაც ხელოვნურად აცოცხლებენ, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ გადაყვანილი არარსებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მთავარი რასაც დღეს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ყურადღებას არ აქცევს, ეს არის უზარმაზარი გამოწვევები და შანსები, რასაც საგარეო პოლიტიკური ფონი გვიქმნის”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა