თინა ბოკუჩავა - თუ ერთეულებს უბიძგებს ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლების ფაქტი, პარლამენტში შევიდნენ, ან ცალკე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე ხელისუფლებასთან, ეს საერთო ოპოზიციური მოთხოვნებისგან გამიჯვნა იქნება

თუ ერთეულებისთვის იქნება საბაბი, უბიძგოს ნატალია ივიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლების ფაქტმა, რომ პარლამენტში შევიდნენ, ან ცალკე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე ხელისუფლებასთან, ეს იქნება გამიჯვნა საერთო ოპოზიციური მოთხოვნებისგან , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ისაუბრა.

კითხვაზე, იქნება თუ არა აღქმული ხელისუფლების კომპრომისად ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება, და რა იქნება ამ შემთხვევაში ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯი, ბოკუჩავა აცხადებს, რომ წარმოუდგენელია პოლიტპატიმრების გათავისუფლებით გვერდით გადადონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

„რა თქმა უნდა, 2-ით ნაკლები პოლიტპატიმრის არსებობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგი იქნება, ამას თითოეული ჩვენთაგანი ბუნებრივია მიესალმება. თუმცა, ერთი პოლიტპატიმარიც კი რომ რჩებოდეს ჩვენს ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლომდე დავიცვათ მათი ინტერესები.

თუ ვინმე ისევ განაახლებს დისკუსიას იმ თემაზე, რომ რადგან მოხდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჩვენ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, პლებისციტი, ან მექანიზმი, რომელიც გვაძლევს ვადამდელ არჩევნებს, ანუ არ აძლევს 4 - წლიან ლეგიტიმაციას იმ პარლამენტს, რომლის ფორმირებაც გაყალბებული არჩევნებით მოხდა, ეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის ვინც საკუთარ თავს დღეს და ხვალ ოპოზიციაში მოიაზრებს წარმოუდგენელია. პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელი. ბუნებრივია არავინ აპირებს ამაზე დათანხმებას.

თუ ერთეულებისთვის იქნება საბაბი, რომ კარი გაიხსნას, უბიძგოს ნატალია ივიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლების ფაქტმა იმისკენ, რომ პარლამენტში შევიდეს, ან ცალკე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე ხელისუფლებასთან, ეს იქნება გამიჯვნა იმ საერთო ოპოზიციური მოთხოვნებისგან, რომელსაც ოპოზიცია 2020 წლის 31 არჩევნების შემდეგ აყენებს. ეს მათი არჩევანი და პასუხისმგებლობა იქნება“,-აცხადებს ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნებისმიერ გადაწყვეტილება, რასაც სასამართლო ხვალ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიიღებს „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილი“ იქნება.

„ეს არის მთლიანად პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო მიზნისთვის გამოიყენა. მისი მიზანი იყო წინასაარჩევნოდ ადამიანების გრძნობებზე თამაში ამ შეთითხნილი საქმით.

ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხვალ მოსამართლე მიიღებს იქნება არა ამ მოსამართლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, არამედ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კონტექსტში დავინახოთ აღნიშნული საქმე.

რაც შეეხება 4 პუნქტიან მოთხოვნებს. დიახ, ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები ნამდვილად არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ კარტოგრაფების საქმეს. ეს ეხება სხვა ადამიანებს, მათ შორის, გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლების ვალდებულება ხელისუფლებამ აიღო ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შემდეგ მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება“,-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. უფლებადამცველები ხვალინდელ წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს