პრემიერის განცხადებით, დასრულებულია ტექნიკურ საკითხზე მუშაობა, რომ განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უკვე დასრულებულია ყველა ტექნიკურ საკითხზე მუშაობა, რომ განათლების უწყებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ახალ სამინისტროს დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგზარდობის სააგენტოც და უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს.

„უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კუტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამდეროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტის მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, დასრულებულია ტექნიკურ საკითხზე მუშაობა, რომ განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს