გურამ მაჭარაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაცმოძრაობამ" დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ

ვაკვირდებით პროცესს და გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციაში ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ისმის.

„ისინი ერთი მხრივ, დაჟინებით მოითხოვენ, შეუწყდეთ უფლებამოსილება. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები შედგეს. გასაგებია, მათი ეს არაადეკვატური განცხადებები, თუმცა ჩვენ ვუდგებით პასიხისმგებლიანად. რა თქმა უნდა, დავიცავთ რეგლამენტის ყველა ნორმას, ვადაში ჩავეტევით და ისე განვიხილავთ როგორც კომიტეტზე, ასევე სესიაზე კენჭისყრაზე გავიტანთ ამ საკითხს. ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ეს განცხადებები პოლიტიკური მდგენელისგანაა და საერთო არ აქვს რეგლამენტის მე-6 მუხლთან, სადაც შეუთავსებლობის ან სხვა საქმიანობის დაწყების გამო ხდება პირადი განცხადების დაწერა თავმჯდომარის სახელზე. ამიტომ ჩვენ გვინდა, არ დაზიანდეს ის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროა ჩართული. ყველა ამბობს, მათ შორის მათი ამომრჩეველი, რომ შედით პარლამენტში და იქ გქონდეთ კამათი",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს, ოპოზიციისგან შესაბამისი პასუხი ჰქონდეს.

"მოლაპარაკებები ჩვენთვის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვინდა, რომ პირობებზე, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდო, მათი მხრიდან გვქონდეს შესაბამისი პასუხი",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა