მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს - არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს საზოგადოებას და თან ვალდებულებას აკისრებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ „ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს”.

როგორც ის ჟურნალისტებთან აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები საკუთარი ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებაა.

„მგონია, რომ იმ პირობებში, როდესაც ომია ვირუსის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, ამ დროს ასეთი განცხადებები საკუთარი ქვეყნის მიმართ ომის გამოცხადებაა და ეს არის დამაზიანებელი, თუმცა მათ დიდი არაფრის თავი აქვთ. რეალურაც მათ აქვთ საშუალება, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს და მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტარიზმის სასარგებლოდ. შემოვიდნენ პარლამენტში - თუმცა ბოკერია ისედაც ვერ შემოდის, ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს. არ გამოუვა, ამის გრანტიას ვაძლევ ყველას და პირადად მას, მაგრამ ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილებათ, შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ- რეალობას ნუ მოწყდებიან, მოვიდნენ პარლამენტში და გააკეთონ საქმე.

ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება ვალდებულება დააკისროს ვიღაცას ან რევოლუციაში მონაწილეობის, ძალადობის ან სიცრუის ტირაჟირების. არ შეიძლება ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე",- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა