კახა კუჭავა - ვიდრე საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის უგულებელყოფასთან, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ ხმის მიცემის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ

ვიდრე საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმების ასეთ უგულებელყოფასთან, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ ხმის მიცემის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობენ.

„რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საუბრისას, ნება მიბოძეთ, გავიხსენო ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ. სასამართლომ დააკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, 2008 რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების შემდგომ პერიოდში,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთმა მის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება, პირადი ქონების ხელშეუხებლობის უფლება.

„მოდი დავსვათ კითხვა, შეიცვალა რამე 2008 წლიდან? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას? ხედავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას? ან სრულდება კი ევროსაბჭოს რეკომენდაციები? რა თქმა უნდა, პასუხი ყველა ამ კითხვაზე არის არა. სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგივეა. გრძელდება ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლების დარღვევა, დარღვევა, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიას.

ვიდრე საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმების ასეთ უგულებელყოფასთან რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ ხმის მიცემის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ,“- განაცხადა ქართველმა კანონმდებელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა