რუსეთის დელეგაციის წევრი - უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებმა, თავის დროზე, გამოიყენოს ძალა თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამუდამოდ დაკარგეს ის ტერიტორიები, რომლებზეც სინანულით საუბრობენ

რუსეთზე თავდასხმები უკრაინისა და საქართველოს მხრიდან, ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები და ახსნადია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა, თავის დროზე, გამოიყენოს ძალა და ჯარი თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, სამუდამოდ დაკარგეს ის ტერიტორიები, რომლებზეც ისინი ყოვეთვის სინანულით საუბრობენ თავის სხვადასხვა გამოსვლაში, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა პეტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაცია მისი არც ერთი წევრის მიმართ არანაირი სახის სანქციებს, ულტიმატუმებსა და უფლებამოსილების შეზღუდვას არასდროს არ დასთანხმდება და თუ კენჭისყრაზე მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდება დატოვოს დებატების ეს სივრცე, როგორც ეს 2014 წელს მოხდა.

ტოლსტოიმ ასამბლეის წევრებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

„დღეს ეს დარბაზი და ევროპის საბჭო ერთადერთი სივრცეა თანაბარი ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის ევროპული ქვეყნებისთვის და ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნისთვის, რუსეთის ფედერაციისთვის. რა თქმა უნდა, არავითარ სანქციებს, ულტიმატუმებს, უფლებამოსილების არანაირ შეზღუდვას ჩვენი დელეგაცია არასდროს დასთანხმდება და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უფლებამოსილების შეზღუდვაზე, ჩვენი დელეგაციის ნებისმიერი წევრისთვის, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, დავტოვოთ დიალოგის ეს სივრცე, როგორც ეს მოხდა 2014 წელს. თუმცა ამის შემდეგ მთელ რიგ დელეგაციებს პრობლემები შეექმნებათ - ვინ უნდა დაადანაშულონ ასეთ შემთხვევაში?! აქედან გამომდინარე, ამ დარბაზში უფრო ნაკლები საინტერესო დისკუსია იქნება. ისიც კი არ ვიცი, რითი დაკავდებიან ისინი ამის შემდეგ! რუსეთზე თავდასხმები უკრაინისა და საქართველოს მხრიდან ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები და ახსნადია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა, თავის დროზე, გამოიყენეს ძალა თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, გამოიყენეს ჯარი და, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დაკარგეს ის ტერიტორიები, რომლებზეც ისინი ყოველთვის სინანულით საუბრობენ თავის სხვადასხვა გამოსვლაში.

მაგრამ, ასევე, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ საკითხს, აბსოლუტურად დაუშვებლად მივიჩნევ ამ დარბაზში ერთ-ერთი ქვეყნისა და ასამბლეის ერთ-ერთი დელეგაციის შეურაცხყოფა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა. ეს დაუშვებელია, აზრის ნებისმიერი პლურალიზმის შემთხვევაში და უნდა იყოს მინიმალური კულტურა მაინც, რომელიც არ აქვს ჩვენს ზოგიერთ კოლეგას. იმედი მაქვს მონაწილეთა უმრავლესობის კეთილგონიერების,“- განაცხადა ტოლსტოიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო