ივერი მელაშვილი - ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა?

ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა? არ მესმის. სამსახურიდან გამოვაგდოთო - ეს რა დამიკიდებულებაა, არ მესმის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას.

სახელმწიფო ბრალდებამ დღევანდელ პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაც დააყენა.

„სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ამან არ იმსჯელოს და მინისტრს ინფორმაცია არ მიაწოდოსო? რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს",- განაცხადა მელაშვილმა.

პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 30 000- 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ამ წუთებში დააყენა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიხედვით, გირაოსთან ერთად ბრალდებულებს დამატებითი შემზღუდავი ღონისიძებაც დაეკისრებათ. კერძოდ, ისინი სახელმწიფო საზღვრის კვეთას უწყების ინფორმირების გარეშე ვერ შეძლებენ.

პროკურატურა ასევე ბრალდებული ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს