ჯანდაცვის მინისტრი - იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან.

როგორც მან ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხმება ასეთია, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

"ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეუტლ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ რამდენად ორგანიზებულად მოახერხეს ახალი წლის წინა პერიოდში მოლებმა იმ ყველა შეზღუდვის დაცვა, რაც მითითებული იყო. დავაკვირდით რა ეპიდემიოლოგიური გავლენა ჰქონდა ამ გახსნას დაავადების გავრცელებაზე. სწორედ ეს გახლდათ ის ობიეტური მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ჯერ მოლების გახსნას და შემდეგ ბაზრობების გახსნას. ბაზრობებზე ადამიანების ნაკადები უფრო მოცულობითია, ვიდრე ეს არის მოლებში", - განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს