გიგლა მიქაუტაძე - სახელმწიფო კომპანიების რეფორმა მთავრობის მორიგი ბლეფია

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებული გეგმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით, არის მორიგი ბლეფი, რომელსაც ისევე არ მოყვება შედეგი, როგორც აქამდე გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2013-2019 წლებში 130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია.

„8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა ამ კომპანიების გაჯანსაღებისა და პრივატიზაციისთვის. პირიქით, ისინი აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ. 2013-2019 წლებში 130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია. იმის მაგივრად, რომ ეს საწარმოები დივიდენდებს უხდიდნენ სახელმწიფოს, პირიქით, მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. მაგალითად, 2019 წელს ბიუჯეტიდან მათ 83 მილიონი ლარი მიიღეს სუბსიდიის სახით. ეს კომპანიები დიდი ხანია ასევე წარმოადგენს ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების ადგილსაც.

მაგალითად, პარლამენტის დატოვებისთანავე, „ენერგო-ტრანსის“ მენეჯმენტში დასაქმდა ვანო ზარდიაშვილი, ხოლო „გარდაბნის თბოსადგურში“ დაინიშნა ზაქარია ქუცნაშვილი. სახელმწიფო კომპანიების საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშიც მოხვდა 2020 წელს და მათი ფინანსური შედეგები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის დიდ საფრთხედ შეფასდა.

ლელოს „მარშალის გეგმის“ მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა მოხდება, რითაც დასრულდება მრავალწლიანი ელიტური კორუფცია ამ კომპანიებში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს