ნუგზარ წიკლაური - თურმე, „სამშობლოს მოღალატეების“, „ავსულების“, „ქვეყნის დამაქცევარი“ ხალხის გამოშვება 20 000-ლარიანი გირაოთი შესაძლებელია - სრულიად ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური სამართალი და ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სრულიად ცხადია, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება „პოლიტიკური სამართალი და ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობაა“.

ამის შესახებ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სავსებით შესაძლებელია, რომ „ეს გამოშვება გამოყენებულ იქნას ორიოდე ადამიანის პარლამენტში შესაყვანად, რაც იქნება სამარცხვინო დაღი ქართული პარლამენტარიზმისთვის“.

„იმას, რასაც მიიჩნევდა პოლიტიკური ოპოზიცია, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პოლიტიკური პროკურატურის მიერ შეტანილი ამ მოთხოვნით. ყველასთვის ცხადი გახდა თუ რა არის „ქართული ოცნების“ სამართალი. მთელი სამი თვის განმავლობაში ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ადამიანები არიან სამშობლოს მოღალატეები, რომ არიან ქვეყნის მიწის გამყიდველები და ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენეს ორ მხცოვან მეცნიერს, რომლებსაც გარდა ქვეყნისთვის მსახურებისა, წლების მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ. ახლა, როდესაც გაჩნდა საჭირო მათი პოლიტიკური მიზნებისათვის, თქვეს, რომ თურმე ამ სამშობლოს მოღალატეების, ამ ავსულების, ქვეყნის დამაქცევარი ხალხის გამოშვება 20 ათასიანი გირაოთი არის შესაძლებელი. ვფიქრობთ, სრულიად ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური სამართალი და ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობა.

რაც შეეხება იმას, ვისი დამსახურებაა ეს, ერთი წამით არ მინდა დავაკნინო არცერთი სამოქალაქო აქტივისტის, ან პოლიტიკური ლიდერის მცდელობები, რომ ამ მიმართულებით დახმარებოდა ქალბატონ ილიჩოვას და ბატონ ივერი მელაშვილს, მაგრამ უპირველესია ის, რომ ეს ადამიანები კვლავ რჩებიან მძევლებად. ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია აიყვანოს ახალი მძევლები და ახლა უკვე ახალი ადამიანების თავისუფლებით გააჩაღოს ვაჭრობა. ამიტომ, მთავარი რაც გავიგეთ დღევანდელი დღიდან არის ის, რომ დადასტურდა, პროკურატურა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით, ეს ინტერესები არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ ინტერესებთან, თუ რა არის ახლა ის, რასაც გადაიხდის ჩვენი საზოგადოება, ამას კარგად ვნახავთ. პროკურატურის მოტივაცია ახლა ძნელი განსასაზღვრია. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გამოშვება გამოყენებულ იქნას ორიოდე ადამიანის პარლამენტში შესაყვანად, რაც იქნება სამარცხვინო დაღი ქართული პარლამენტარიზმისთვის“, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ აქ ალეკო ელისაშვილს და მის თანაპარტიელს გულისხმობს.

„მათ თქვეს უკვე, ვუსმინე განცხადებებს, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხის გადაწყვეტა შეგვიძლია და ამ შემთხვევაში შესაძლებელია პარლამენტში შევიდეთ. ეს ილუზიაა და სინამდვილის სიმულაცია, თითქოს მათი შესვლით რამე შეიცვლება“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნებია იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ნებისმიერი შეხვედრა ქართველ ხალხთან საარჩევნო ფორმატში დასრულდება მისი გამანადგურებელი დამარცხებით.

„მათ აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, მათ შორის, იმ ადამიანების მხარდაჭერაც, ვინც 31 ოქტომბერს მისცა ხმას. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილს და ახლა ამ ადამიანმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თვითონაც აღარ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მაგრამ აქ სხვა საკითხია და ხაზგასმით ვამბობ, რომ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას არ ერიდება ხელისუფლება იმისთვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. როდესაც ამ დონემდე ეცემა,ასეთ ფსკერამდე ჩადის ხელისუფლება მისი ბედი არის გარკვეული. როდის მოხდება ეს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში, თუ სამ თვეში, ამის წინასწარმეტყველება არავის ძალუძს. მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მორალური დეგრადაცია ისეთია და ისეთ სახეზეა ხელისუფლების, შეუძლებელია ასეთმა ხელისუფლებამ მართვა გააგრძელოს ქვეყანაში“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ „როგორმე უნდა ამ ერთპარტიული პარლამეტისთვის ფერ-უმარილის წასმა, თითქოსდა იქ არის მრავალპარტიულობა“.

„თითქოსდა იქ არიან „ევროპელი სოციალისტები“, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ფრიდონ ინჯიას სახით. ახლა იტყვიან რომ სხვა პოლიტიკური პარტია შემოუერთდა პარლამენტს. მათთვის დამანგრეველი არის ცხოვრება ერთპარტიული პარლამენტის პირობებში. თუ რამე არყევს ყოველი საათით „ქართული ოცნების“ სიმყარეს ეს არის ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომ ეს მაინც მგონია, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ როგორმე მოხდეს ელისაშვილის და იოსელიანის პარლამენტში შეყვანა“, - განაცხადა წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დაფარული არ ყოფილა, რომ ამ საქმეში სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი.

„სამიზნე იყვნენ აგრეთვე ის მაღალჩინოსნები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მუშაობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მესამე, პოლიტიკური დიდი სამიზნე იყო ის, რომ არჩევნების წინ ეთქვათ - თითქოს გაუგონარი რამ მოხდა და ქართული მიწები განსაკუთრებით ისეთი მგრძნობიარე და სენსიტიური დავით გარეჯი გადაეცა რაღაცის ფასად აზერბაიჯანულ მხარეს. მაგრამ ახლა უნდა ვიკითხოთ, ეს გირაო როგორ გასცეს მოღალატეებზე, შეიძლება რომ ხალხი რომელმაც ქართული მიწები გაყიდა, ციხიდან 20 ათას ლარად გამოუშვან? ამიტომ სრულიად ცხადია რომ ადამიანების თავისუფლების ვაჭრობა მიმდინარეობს. ეს არის ის ზღვარი რომლის შემდეგაც ხელისუფლებები ეცემიან და რომლის მომსწრეც ჩემ ქვეყანაში აღარ მინდა ვიყო. მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები ამ ფასს გადაიხდიან“, - განაცხადა წიკლაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა