გია ხუხაშვილი - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ღრმად პოლიტიკურია, მაინც კარგად გამოჩნდა ის პრობლემა, რაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტშია.

„კარგია, რომ ეს ადამიანები თავისუფლები არიან. ეს მანკიერება არის ყველაზე მძიმე ეპიზოდი ამ ხელისუფლების არსებობის პერიოდში. მათ ხანში შესული ორი ადამიანი, საარჩევნო მიზნით, იმის გამო, რომ საკუთარი საარჩევნო შედეგი ურა პატრიოტულ განწყობებზე რამდენიმე პროცენტით აეწიათ, ფაქტობრივად, ხორცის მანქანაში გაატარეს, რაც შეიძლებოდა ტრაგედიითაც დასრულებულიყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააკეთებინეს ადამიანებს ე.წ. ცხვრის არჩევანი, ადამიანების ყველაზე ქვედა გრძნობებზე ითამაშეს და ამით საარჩევნო შედეგი მიიღეს. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჰყავდა ამის „გაპრავებაში“ ჩართული. დღეს ეს ადამიანები აღარაფერში სჭირდებათ. შესაბამისად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანები ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს ან იმისთვის, რომ მათ რევერანსი გაუკეთონ, ეს ადამიანები არაფერში სჭირდებათ - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს. ახლა ცდილობენ რამენაირად დაივიწყონ, ჩაფარცხონ ეს თემა და ამით დაამთავრონ ეს ისტორია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებად აღქმული.

„ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან აღქმული, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არანაირი კავშირი ამ თემასთან მათ გათავისუფლებას არ აქვს. უბრალოდ ხელისუფლებისთვის ეს ადამიანები წარმოადგენენ ტვირთს, თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულებინეს, ახლა კი უნდათ ეს თემა დაივიწყონ. თან ამ ადამაინებს ეუბნებიან, „ენა ჩაიგდეთ, შეირგეთ ეს თავისუფლება, თორემ იძულებული გავხდებით, რომ ისევ უკან შეგაბრუნოთ“. სამწუხაროდ, ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი ტექნოლოგია, წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო მსგავსი საქმეები - „ფოტოგრაფების საქმე“ და ა.შ. იგივე ტექნოლოგიაა. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ამას სულ ვამბობდი. მაგრამ არამგონია, მათ ამ გადაწყვეტილებით გაამართლონ პარლამენტში შესვლა, ოპოზიცია ისე შორსაა წასული. ამ საკითხებს შორის კავშირს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა