პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ისინი არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ელისაშვილის და იოსელიანის რიგით მეორე შეხვედრა იქნება.
პირველი შეხვედრა ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანს, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის 22 იანვარს შედგა. საკითხები, რომელიც ამ შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა მმართველ პარტიასთან დააყენეს, იყო საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ცესკოს რეფორმირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტის სახით გამოყენება.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია.
იხილეთ ვიდეო:ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს