ხათუნა გოგორიშვილი - გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა, რადგან მუდმივად ვისმენთ სხვადასხვა ვარიაციებს შესაძლო რევოლუციების - ხან საბურავებია, ხან გვირაბს თხრის ვიღაც

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება.

გოგორიშვილის თქმით, განცხადებები შესაძლო რევოლუციებთან დაკავშირებით, არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ შეაშინოს ხალხი, რადგან მათ ძალიან აწუხებთ საპროტესტო მუხტი, რომელიც საზოგადოებაშია.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, მკაცრი შეზღუდვებით ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს საპროტესტო მუხტი, რადგან ხელისუფლებას ყველაზე მეტად ხალხის ეშინია.

„როგორც ჩანს, გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა, რადგან ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ „ქართული ოცნება“ გვყავს ხელისუფლებაში, მუდმივად ვისმენთ სხვადასხვა ვარიაციებს შესაძლო რევოლუციებისა, ხან საბურავებია, ხან გვირაბს თხრის ვიღაცა, მოკლედ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ ხალხი შეაშინონ, მათ ძალიან აწუხებთ ის საპროტესტო მუხტი, რომელიც არის საზოგადოებაში.

ახლა, ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებით შემოიღეს, გარკვეულ ლუფტსა და პერიოდს აძლევს იმისთვის, რომ ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში და თავისი კონსტიტუციური პროტესტი არ გამოხატონ სრულიად მშვიდობიან და კანონიერ ფორმებში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ ადამიანები ისხდნენ სახლში და ეს არის ამ მესიჯის გაგრძელება, რომ ამათ ყველაზე მეტად ეშინიათ ხალხის“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს