თინა ხიდაშელი - ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გამოვარდა და ცნობილი განცხადება გააკეთა: გამორიცხულია, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო - როგორც ჩანს, გამოუცდელობით მოუვიდა, შევუნდოთ

ცუდია, როდესაც შენივე დაუფიქრებელი განცხადებების მსხვერპლი ხდები და ამხელა აჟიოტაჟს ქმნი, იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არჩევნების შემდეგ გამოვარდა და ცნობილი საჯარო განცხადება გააკეთა: არასდროს, არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო?! - ასე შეაფასა პლატფორმა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება, მუშაობა საპარლამენტო ფორმატში გაეგრძელებინა.

როგორც ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, სავარაუდოდ, ეს ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური გამოუცდელობით მოუვიდა. ამასთანავე, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არსებულ რეალობას არანაირად არ ცვლის, მათ შორის არც პარლამენტის ერთპარტიულობის ნაწილში.

„ალეკო ელისაშვილი შევიდა პარლამენტში და კარგია, გადაწყვიტა, როგორც იქნა. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ადამიანები იმ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ, საითაც გული უბიძგებთ და დამთავრდება ეს წარმოუდგენელი კითხვა-პასუხი და გაუგებარი ეპოპეა ამ თემაზე.

ზოგადად პოლიტიკური პარტიები არჩევნებში იმიტომ მონაწილეობენ, რომ პარლამენტში შევიდნენ, წევრები გახდნენ და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ჰქონდეთ და მით უმეტეს, როცა ახალი პარტია იქმნება, გასაგებია , მისი სურვილი და მოლოდინი, ამიტომ, ამაში არაფერი არც ცუდია, არც გასაკვირი და არც უცნაური. მაგრამ ცუდი ის არის, როდესაც შენივე დაუფიქრებელი განცხადებების მსხვერპლი ხდები და ამხელა აჟიოტაჟს ქმნი, იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოვარდა და ეს ცნობილი საჯარო განცხადება გააკეთა, რომ არასდროს, არავითარ შემთხვევაში, გამორიცხულია, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო?! ეს, როგორც ჩანს, გამოუცდელობით მოუვიდა და არაუშავს, შევუნდოთ.

არაფერს არ ცვლის ეს, რა თქმა უნდა. ერთპარტიულობა არის კატასტროფული დამღა სიმბოლურად, მაგრამ როდესაც 150 - კაციან პარლამენტში 2 ადამიანი გყავს მხოლოდ ოპოზიციური პარტიიდან, ეს დიდად არ განსხვავდება ერთპარტიულობისგან, ამიტომ ეს არაფერს არ ცვლის, აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ ჩამონათვალში გაჩნდება სხვა პარტიის დასახელება. ეს ხომ საბავშვო ბაღი არაა, ვიღაც სახელებისთვის ხომ არ უყურებს! იმ დასავლური აზრისა და პოზიციისთვის, რაც ასე, როგორც ჩანს, აწუხებს ჩვენს ხელისუფლებას, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის,“- განაცხადა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა