გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც ელისაშვილმა და იოსელიანმა მიიღეს, მაგრამ 2 ადამიანის დამატება ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს პარლამენტს - თვითონ დოკუმენტი მკვდრადშობილია

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, საპარლამენტო საქმიანობაში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ჩართვა ერთფრაქციულ სახით წარმოდგენილ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შესძენს.

როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხზე დააყენა, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის თქმით, საერთო პოზიციურ გეგმებში აღნიშნული ნაბიჯი ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს.

“ამ ნაბიჯში არაფერი ახალი არ არის, ვფიქრობ, რომ ყველა ველოდით ამ გადაწყვეტილებას. მეორე, საერთო ოპოზიციურ გეგმებში ეს ნაბიჯი ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ ამ მოთხოვნების განმავლობაში დააყენა. მესამე, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ვწუხვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც ამ ადამიანებმა მიიღეს, მაგრამ პარლამენტში 2 ადამიანის დამატება ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს პარლამენტს, რომელიც დღეს ერთფრაქციული სახით წარმოგვიდგება და მუშაობს. ყველაზე ცუდი, თვითონ დოკუმენტი ნახევრად მკვდრად შობილია. რატომ? იმიტომ, რომ არის პუნქტები, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და 2 ადამიანის შესვლით ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ დაგროვდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ მოლაპარაკებები“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე მივიდნენ. მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა