გივი მიქანაძე - ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან და დელეგაციის წევრ გივი მიქანაძესთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა, სადაც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან ღირებული,ძალიან აქტიური და გამოკვეთილი. ამის ხაზგასმა არის ისიც, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მეორე ვადით არჩეული იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.

შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი და გამოითქვა მზაობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს და ამ ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობა და შედეგი ჰქონდეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა