გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე - ამას არ შეიძლება პოლიტიკა  დავუკავშიროთ, რასაც, სამწუხაროდ, მიმართავენ ჩვენი ოპონენტები

პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე; ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ღირებულების საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს დავით გარეჯზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ჯობდა ივერი მელაშვილი მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილიყო და პროცესი ადვოკატებს წარემართათ, რადგან მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ „მელაშვილმა საჯაროდ აღიარა ის დანაშაული, რაზეც პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა“.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე. ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ღირებულების საკითხი. ამას არ შეიძლება პოლიტიკა დავუკავშიროთ, რასაც, სამწუხაროდ, მიმართავენ ჩვენი ოპონენტები. რაც შეეხება კონკრეტულად გარეჯის საკითხს, იცით, რომ პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ კარგად და სრულყოფილად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია საჯაროდ, თუ რატომ მოითხოვა პატიმრობის ნაცვლად გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით. ამ ორი მოქალაქისგან მათ სრულყოფილად მიიღეს ყველა ის ინფორმაცია და მტკიცებულება, რასაც დანაშაულის დამტკიცებისთვის თვლიდა საჭიროდ. აქედან გამომდინარე, ამ ორი მოქალაქის ყოფნა პატიმრობაში მათი ინტერესის სფერო აღარ იყო. რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლოს და გამოძიების პროცესს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება და რა გადაწყვეტილებასაც სასამართლო გამოიტანს, ამას ვნახავთ. კონკრეტულად რაც შეეხება ბატონი ივერი მელაშვილს განცხადებას, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საჯაროდ აღიარა ის, რაზეც ამ ორი თვის თუ დიდი ხნის განმავლობაში პროკურატურა ცდილობდა, რომ მოეპოვებინა ეს მტკიცებულებები. რაც შეეხება სასულიერო პირებს, ბატონმა ივერიმ ჩართო ამ პროცესში და საკმაოდ ცუდად მოიხსენია სასულიერო პირები. მგონი, სჯობდა, ის საერთოდ არ გამოჩენილიყო საჯაროდ და პროცესი წარემართათ ადვოკატებს. თუმცა, ის, რომ დაზიანდა მისი ეს გამოსვლა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. არავინ არ სთხოვდა მას გამოსულიყო და საჯაროდ ეღიარებინა იმ დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული. ის, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს, არა მხოლოდ საპატრიარქო, მეც და საქართველოს მოქალაქეების თხოვნა და მოთხოვნაცაა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 20 000-20 000 ლარიანი გირაოთი რამდენიმე დღის წინ შეუცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ამასთან, საპატრიარქოს პოზიციით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ მართლა, ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს