მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორატორები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ

რესტორატორები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მთავრობას რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებენ. “

რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, დღეისთვის ბოიკოტს კვების 206 ობიექტი აცხადებს და ამგვარად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა, რადგან თუ სარესტორნო სფერო არ გაიხსნება, მისი ლიკვიდაცია მოხდება.

"დღეს, ქვეყანა არის გაჩერებული. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცეს. 250 000 ადამიანია დღეისთვის დასაქმებული, რომლებსაც მუშაობის საშუალება არ აქვთ. ვითხოვთ, რომ მათ მიეცეთ ოჯახის რჩენის შესაძლებლობა", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამ აქციით არავის “ემუქრებიან და არავის ჯინაზე არ მოქმედებენ".

აქციაზე ასევე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა