გურამ მაჭარაშვილი - მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ 2 თებერვლამდე რამდენიმე ოპოზიციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს პარლამენტში საქმიანობა

მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ 2 თებერვლამდე, რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტარი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს პარლამენტში საქმიანობა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წევრებს ასევე მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი პოზიციები წარადგინონ, რომლითაც თვლიან, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება.

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციას აქვს საშუალება საარჩევნო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. ვთქვით, რომ ამ ორი თვის განმავლობაში იქნება ცვლილებები საარჩევნო რეფორმების კუთხით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ უკვე ორი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც აპირებს, გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა. მოვუწოდებ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც გადალახა ბარიერი, მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში არის პოზიცია, რომლის თანახმადაც, თუ პარლამენტარი უფლებამოსილების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვს, მას მანდატი უნდა შეუწყდეს.

“ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 2 თებერვლამდე გვექნება შეკრება, ბუნებრივია კონსულტაციები გუნდში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ორი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავაგზავნეთ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ბიუროში. 2 თებერვლამდე შევიკრიბებით. არის პოზიციები, რომ თუ პირს უფლებამოსილების შეწყვეტა სურს და დაჟინებით მოითხოვს, მას უნდა შეუწყდეს, არსებობს ეს პოზიცია გუნდში, თუმცა, მანამდე გვექნება მსჯელობა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს თითოეული პარლამენტარი თითოეულ საკითხზე მე ვერ გეტყვით, საზოგადოება ნახავს“,-აცხადებს მაჭარაშვილი.

გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის მთავარ ორ მოთხოვნაზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წევრებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ.

„ის, რომ ოპოზიციაშიც არ არის ერთიანობა, ეს ცხადია, რასაც ჩვენც ასევე განვიცდით. პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი პოლიტპატიმრებზე არ არის. ჩვენ ვმიჯნავთ პოლიტიკურ პროცესს მართლმსაჯულების პროცესისგან, რომელიც დამოუკიდებელია. ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომენტარები გაკეთდება პოლიტიკოსისგან, მით უფრო, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსისგან, ამა თუ იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩემი აზრით, ირიბად მაინც არის მართლმსაჯულებაში ჩარევა. სჯობს თავი დაანებონ სპეკულაციებს, მიხედონ იმ საქმეს რაც უნდოდათ, მაგალითად, უნდოდათ დეპუტატობა და შემოვიდნენ პარლამენტში“,-აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედის. „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა