გიორგი ბარამიძე - სახელმწიფოს 10 მილიარდი ლარი ისე უნდა მოეხმარა, რომ ასეთი ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო

სახელმწიფოს 10 მილიარდი ლარი ისე უნდა მოეხმარა, რომ ასეთი ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო, ხალხის ჯანმრთელობაზეც გვეზრუნა და შიმშილითაც არ უნდა მოგვეკლა ხალხი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც ბარამიძე განმარტავს, საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყანა არ შეიძლება მკაცრ შეზღუდვებს იყენებდეს.

„რა თქმა უნდა, ამ აქციის სოლიდარული ვარ და ამიტომ მოვედი აქ. აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა, ჩაკეტვაზე ადვილი არაფერია, არ შეიძლება ჩვენნაირი ღარიბი და ღატაკი ქვეყანა ისე იქცეოდეს და უფრო მკაცრადაც, ვიდრე პანდემიური თვალსაზრისით ჩვენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში, ან ჩვენნაირად მყოფი, მაგრამ ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი სახელმწიფოები იქცევიან, რომელთაც აქვთ რესურსი.

ამ ვითარებაში 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად აიღეს, გაანიავეს, სკოლები ვერ მოამზადეს, რომ ბავშვებმა ისწავლონ და ისედაც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ ბავშვებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ. იცით, რომ ამ ნეგატიური კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, 75 000 სტუდენტის მშობლებს უნარი არ აქვს, რომ გადასახადი გადაიხადოს, წარმოიდგინეთ, ამდენი ახალგაზრდა ვერ სწავლობს უმაღლესში. სახელმწიფოს ეს 10 მილიარდი ისე უნდა მოეხმარა, რომ ასეთი ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო, ხალხის ჯანმრთელობაზეც გვეზრუნა, მეცნიერების კარნახით და შიმშილითაც არ უნდა მოგვეკლა ხალხი. რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ეს უბედურებაა. ამისთვის სჭირდება ქვეყანას მთავრობა და არა იმისთვის, რომ აიღოს და თავიდან ბოლომდე ჩაკეტოს. ტრანსპორტიც არ დადის, ტრანსპორტი ახლა ყველა ევროპულ ქვეყანაში დადის, სადაც შეზღუდვები არის. ტრანსპორტი რატომ არ უნდა დადიოდეს და ეს "კომენდანტის საათი" 21:00-დან 05:00 საათამდე რას ემსახურება?“, - განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო