ბადრი ჯაფარიძე - სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა გახსნას

სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა გახსნას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გონივრული რეგულაციების ნაწილი „ლელომ“ მთავრობას უკვე შესათავაზა, რაც კოვიდპასპორტების შემოღებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 70%-მდე დატვირთვით ამუშავებას გულისხმობს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა გახსნას. უზარმაზარი ზიანი მიიღო ქვეყნამ და თითოეულმა ოჯახმა ჯერ კიდევ კოვიდის დაწყებამდე უგუნური და არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამო და შემდგომ უკვე პანდემიის გამოც. ახლა აუცილებელია ამ ადამიანების მოთხოვნის შესმენა და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის ნელ-ნელა გახსნა. გონივრული რეგულაციების ნაწილი ჩვენს მიერ შეთავაზებულ იქნა საზოგადოების მიმართ - ეს არის კოვიდპასპორტების შემოღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 70%-მდე დატვირთვით ამუშავება, ასევე შესაძლებელია "კომენდანტის საათის" ღამის 12 საათამდე გადაწევა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორატორები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აქციაზე ასევე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა